სიტყვის თავისუფლების სახელმძღვანელო ჩლუნგებისთვის თამარ ჩერგოლეიშვილისგან

Image

ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების“ მნიშვნელობა განმარტა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას ჩლუნგებისთვის აკეთებს.

 

„სიტყვის თავისუფლების სახელმძღვანელო ჩლუნგებისთვის:

 

1. სიტყვა, მათ შორის აღმაშფოთებელი ან შეურაცხყმოფელი სიტყვა, არის დაცული. ადამიანს აქვს უფლება თქვას, დაწეროს ან დახატოს ისეთი რამ რაც სხვას აღაშფოთებს ან შეურაცხყოფს.

 

2. ვინც აღშფოთდა ან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, უფლება აქვს თქვას, დაწეროს, დახატოს ისეთი რამ, რაც მის აღშფოთებას ან შეურაცხყოფაზე პასუხს გამოხატავს.

 

3. აღშფოთებულებს და შეურაცხყოფილებს არ აქვთ უფლება იძალადონ ან სიცოცხლე მოუსწრაფონ მათ, ვინც სიტყვით აღაშფოთა. ზოგადად, სხვისი მოკვლის უფლება მხოლოდ აუცილებელი თავდაცვის შემთხვევაში აქვთ.

 

4. სიტყვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს თუ:

 

ა) საქმე ეხება პირისპირ შეურაცხყოფას. ანუ - მე თუ მოვედი თქვენთან და შეგაგინეთ ეს არ იქნება დაცული სიტყვა, ეს იქნება ხულიგნობა. ხულიგნობა სისხლის სამართლის დანაშაულია. განსაკუთრებული ჩლუნგებისთვის აღვნიშნავ, რომ პირისპირ შეურაცხყოფად არ ითვლება მაგალითად მიტინგზე გამომსვლელის სიტყვა, როდესაც მსმენელმა შეურაცხყოფილად ჩათვალა თავი.

 

ბ) საქმე ეხება ცილისწამებას, ოღონდ ამ შემთხვევაში ცილისწამების მსხვერპლმა უნდა აჩვენოს რა ზიანი მიადგა ცილისწამებით მის რეპუტაციას. თუ საქმე საჯარო პირს ეხება, მას იმის ვალდებულებაც აქვს, დაამტკიცოს, რომ ცილისმწამებელი, სწამებდა რა ცილს, მიზნად მისთვის ზიანის მიყენებას ისახავდა ან განზრახ უგულებელყოფდა ფაქტებს. ცილისწამებად არ შეიძლება ჩაითვალოს შეფასება.

 

გ) საქმე ეხება მაუწყებლზე გასულ სიტყვას - გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლობა შეზღუდული საზოგადოებრივი სიკეთის, ანუ სიხშირის მეშვეობით ხდება, მაუწყებელი ვალდებულია მოქმედებდეს ეთიკის კოდექსის დაცვით, რომლის აღსრულებასაც თავისივე თვითრეგულირების ორგანო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი კონტროლის დახმარებით.

 

დ) საქმე ეხება მოწოდებას, რომელიც ძალადობის მყისიერ საფრთხეს შეიცავს - მაგალითად ვდგავარ ბევრი ტაბურეტმომარჯვებული ადამიანის წინ და მოვუწოდებ, რომ ამ ტაბურეტებით ჩაქოლონ ის ადამიანები, რომლებიც მათ არ მოსწონთ".

 

ე) საქმე ეხება სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას,

 

როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ვ) საქმე ეხება შანტაჟს.

 

4. რელიგიური, პატრიოტული, მამაკაცური, ქალური, დედაშვილური, მამაშვილური ან რაიმე სხვა ტიპის გრძნობების შემლახავი სიტყვა საქართველოში და თავისუფალი სამყაროს უდიდეს ნაწილში არ იზღუდება. არის მცირე გამონაკლისები ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ნაცისტური სიმბოლიკის გამოსახვის, ჰოლოკოსტის უარყოფის სახით. ზოგგან მსგავსი შეზღუდვა უმცირესობების დაცვის მოტივითაა ნაკარნახევი. თუმცა მე ამგვარ შეზღუდვებს არ ვეთანხმები, ამერიკული მიდგომა მიმაჩნია სწორად.

 

PS. უცბად დავწერე. მგონი არაფერი გამომრჩა. თუ გამომრჩა - დავამატებ როცა გამახსენდება. I love you too!", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !