ცოცხლად დამარხული ადამიანების თავზარდამცემი ამბები

Image

კომა თუ სიკვდილი? - XVIII საუკუნის ბოლოს, ამერიკის ქალაქი პიკევილი საშიშმა და უცნობმა დაავადებამ პანიკაში ჩააგდო.

 

ყველაზე საზარელი ამბავი ოქტავიას გადახდა.

 

1891 წელს, მისი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. დედა დეპრესიაში ჩავარდა, საწოლიდან აღარ დგებოდა. დაავადდა და კომაში ჩავარდა. 2 მაისს ექიმებმა ის მკვდრად გამოაცხადეს. სიკვდილის მიზეზი კი დაუდგენელი იყო.

 

ოქტავიას დაკრძალვიდან 1 კვირის შემდეგ, ქალაქის მაცხოვრებლების დიდ ნაწილს უცნაური სენი შეეყარა, რომლის გავლენითაც ყველანი კომაში ვარდებოდნენ, რამდენიმე ხნის შემდეგ კი გონს მოდიოდნენ.

 

ამ ამბების შემყურე ოქტავიას ქმარი შიშობდა, რომ მეუღლე ცხელი ამინდების გამო ნაადრევად დაასაფლავა და ფიქრობდა, რომ შესაძლოა, მასაც საფლავში გაჰღვიძებოდა. ამის გამო გარდაცვლილის ექსჰუმაცია გადაწყვიტა და მისი შიში გამართლდა – კუბოს თავსახურავი შიგნიდან ფრჩხილებით იყო დაკაწრული. გარდაცვლილს კი ფრჩხილები მომტვრეული და დასისხლიანებული ჰქონდა. სახეზე კი შიში ჰქონდა აღბეჭდილი.

 

ქმარმა ოქტავია ხელმეორედ დაკრძალა და საფლავზე ძეგლი დადგა, რომელიც დღემდე არსებობს. მოგვიანებით დაადგინეს, რომ იდუმალებით მოცული დაავადება ბუზი ცეცეს ნაკბენისგან ჩნდებოდა, რაც ძილს იწვევდა.

 

სიკვდილით დასრულებული პირველი პაემანი - როდესაც ადამიანი პირველ პაემანზე მიდის, იმის ფიქრშია, თუ რით დამთავრდება შეხვედრა. ზოგიერთი რანდევუ მოულოდნელი ფინალით სრულდება, მაგრამ ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ დესერტის შემდეგ შესაძლოა, ცოცხლად დამარხონ.

 

სწორედ ასეთი ამბავი გადახდა თავს 2014 წლის მაისში, 25 წლის ფრანგ ქალს. მინა რამდენიმე თვის განმავლობაში ინტერნეტით ეკონტაქტებოდა მამაკაცს, რომელიც მას ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა. შემდეგ მასთან შესახვედრად მაროკოში გაემგზავრა და სასტუმრო “ფესეში” გაჩერდა.

 

მინამ საყვარელ მამაკაცთან სასიამოვნო საღამო გაატარა, ბოლოს კი იატაკზე უსულოდ დაენარცხა. იმის მაგივრად, რომ მამაკაცს ექიმი ან პოლიცია გამოეძახა, იფიქრა, რომ გოგონა მოკვდა და გადაწყვიტა, საკუთარ ბაღში დაემარხა.

 

როგორც აღმოჩნდა, გოგონა დიაბეტით იყო დაავადებული და კომაში ჩავარდა. ასე აღმოჩნდა ცოცხლად დამარხული.

 

გოგონა მშობლებმა რამდენიმე დღის შემდეგ მოიკითხეს და მაროკოში ჩავიდნენ, შვილის მოსაძებნად.

პოლიციამ შეძლო მინას კავალერის მოძებნა. მან აღიარა, რომ გოგონა დამარხა. სამართალდამცველებმა ის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

საშინელი სიკვდილი - 1893 წელს, პენსილვანიის შტატში, მოულოდნელად ახალგაზრდა ქალბატონი გარდაიცვალა. ექიმებმა ის გარდაცვლილად აღიარეს, რის შემდეგაც, ქმარმა საკუთარ ეზოში დამარხა. თუმცა, რატომღაც მოსვენება დაკარგა. ეჭვობდა, რომ შესაძლოა, ცოლი გარდაცვლილი არ ყოფილიყო. შვილების დახმარებით მოახდინა გვამის ექსჰუმაცია და აღმოჩნდა, რომ მისი შიში უსაფუძვლო არ იყო. გარდაცვლილი კუბოში ამბრუნებული იყო, ტანისამოსი შემოხეული ჰქონდა, ტანზე სისხლჩაქცევები და იარები ეტყობოდა, თითები კი სიმწრისგან ჰქონდა მოჭმული.

 

მამისგან განწირული - 1937 წელს, ანჟელო საფრანგეთის ქალაქ სანკტ-კვენტინში ცხოვრობდა. 19 წლის ახალგაზრდა საკუთარი მოტოციკლით ავარიაში მოჰყვა და თავით კედელს შეასკდა. უბედური შემთხვევიდან მესამე დღეს ანჟელო დაკრძალეს.

 

სადაზღვევო კომპანიამ საეჭვოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ შვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მამამ ანჟელო 200 ათას ფრანკად დააზღვია. ამის გამო შემთხვევის ადგილზე თავისი ინსპექტორი გაუშვა. მან დაკრძალვიდან 2 დღის შემდეგ, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გვამის ექსჰუმაცია მოითხოვა და საოცარი სურათი იხილა: ბიჭი არ იყო გარდაცვლილი. სხეული ისევ თბილი ჰქონდა, გული კი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ფეთქავდა. ანჟელო სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის ხანგრძლივი კურსი ჩაუტარდა. გონს რამდენიმე თვის შემდეგ მოვიდა.

 

„გაცოცხლების“ შემდეგ ანჟელომ დაიწყო ისეთი კუბოების გამოშვება, საიდანაც დაკრძალული ადამიანი, გაცოცხლების შემთხვევაში, გამოღწევას შეძლებს.

„გზა“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !