
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე "ფეისბუქზე" საახალწლო მილოცვას აქვეყნებს და ახალ წელს ულოცავს მეგობრებს, ნაცნობებსა თუ უცნობებს:
"გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ ყველას: ჩვენს მჯდომიარე მეგობრებს; უკრაინაში მებრძოლთ; ჯარისკაცებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე, ქვეყნის შიგნით, თუ საერთაშორისო მისიების ფარგლებში იცავთ საქართველოს;
პოლიციელებს, რომელთაც, სახელმწიფოსგან მიტოვებულებს საკუთარი პროფესიონალიზმის, სინდისისა და ვაჟკაცობის ხარჯზე გიწევთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა; მათ, ვისაც უკიდურესად გიჭირთ, ვისაც საახალწლო სუფრა არ გაქვთ, ვინც სასოწარკვეთის ზღვარზეა;
მათ, ვინც ფარ-ხმალს არ ყრით, ვინც გაუტეხელია და არ თმობს ქვეყანას, ახლობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებს, ყველას, ვინც ერთნი ვართ, ვინც სიკეთის და საქართველოს მხარეზე ვართ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და 2015 წელი ამ საერთო მიზანთან დაგვაახლოვებს. წარმატებებს, ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ! გილოცავთ!".