-
2014-01-30 23:09
შვედეთის სპორტის მინისტრი ლენა ადელსონ ლილეროტი ამბობს, რომ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ "აფსნი.ჯი" შვედურ მედიაზე დაყრდნობით წერს.
შვედმა დოკუმენტალიტებმა ცნობილი Uppdrag Gransknings–დან გადაიღეს სოჭში არსებული სიტუაცია და ერთერთი გადაცემა მიუძღვნეს მას. ლილეროტი ნანახი პროგრამით უკმაყოფილო დარჩა.
„იქ კიდევ უარესადაა საქმე, ვიდრე მე მეგონა. წავალ თუ არა სოჭში? რა თქმა უნდა, არა. „ზამთრის ოლიმპიადა–2014“ ეს პუტინისა და მისი რეჟიმის შანსია, კარგად წარმოჩინდნენ. მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ“, – მოჰყავს ლილეროტის სიტყვები SVT–ს.
წყარო და ვიდეო