-
2014-01-30 22:53
ორმა ახალგაზრდამ, რომლებიც შსს–მ ტაქსის დაყაჩაღებისთვის დააკავა, დაკითხვის დროს აღიარა, რომ წილკანში მკვლელობაც ჩაიდინეს: მათ მარტოხელა რ.დ.–ს საკუთარ სახლში ყელი გამოჭრეს, – დეტალებზე „ფრონტნიუსი“ წერს.
ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ მარტოხელა რ.დ.–ს სახლში შეიჭრნენ, ერთმა მას ხელები გაუკავა, მეორემ კი ყელი გამოსჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ და ტაქსი დააყაჩაღეს.
„ფრონტნიუსის“ ცნობით, ახალგაზრდებმა მოკლულის მანქანა გაიტაცეს, მაგრამ ავარიაში მოჰყვნენ და ამის შემდეგ იძულებულნი გახდნენ, ტაქსი დაეყაჩაღებინათ.
მარტოხელა მოქალაქის ცხედარი მხოლოდ ამ აღიარების შემდეგ, საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. რ.დ.–ს მართლაც ყელი ჰქონდა გამოჭრილი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.