„ქართული ოცნება“ ოკუპანტი ქვეყნის დაკვეთით არა პიროვნებებს, არამედ საქართველოს ასამართლებს“

Image

საქართველოს თავდაცვისა და შსს–ს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გუშინ გავრცელებულ, მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებულ კადრებზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მსოფლიოს ქვეყნებში ძნელია მოიძიო პრეცენდენტი, როცა სამხედრო აჯანყების ჩახშობის გამო წინა ხელისუფლების შურისძიება ხდება.

 

ბაჩო ახალაია წერს, რომ მუხროვანში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ იყვნენ ჩართული რუსული სპეცსამსახურები და საფრთხე ექმნებოდა სახელმწიფოებრიობას:

 

„2009 წლის მუხროვანის აჯანყება იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია ქართული სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს ოპერაცია მართული იყო რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ.

 

არსებული ინფორმაციით, მათი წარმომადგენლები უშუალოდ იმყოფებოდნენ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. რამოდენიმე ქვედანაყოფი სამხედრო ტექნიკითა და მძიმე შეიარაღებით აპირებდა სამხედრო ნაწილებიდან გამოსვლას. შედეგად მივიღებდით სისხლისღვრას, სახელმწიფოს ჩამოშლას და დასუსტებული სახელმწიფოს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპაციას „მოძმე ერის გადარჩენის“ მოტივით.

 

ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლება მსოფლიოს ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მიმართავდა ადეკვატურ, გადამწყვეტ ზომებს მსგავსი დანაშაულის აღსაკვეთად, მით უფრო, აჯანყების ჩახშობა მოხერხდა მსხვერპლის გარეშე.

 

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ისრაელში, ან დიდ ბრიტანეთში მტრული სახელმწიფოს მიერ სამხერდო აჯანყების ნეიტრალიზაციის ოპერაციის გამო წინა ხელისუფლების მიმართ შურისძიებას ახორციელებდნენ. ასეთ პრეცედენტს ვერავინ მოიძიებს.

 

სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ეს კანონზომიერია, განსაკუთრებით კი უამრავი ხიფათის შემცველ გარემო პირობებში. ამ ფონზე მოქმედი ხელისუფლება, რომლის მთავარი პასუხისმგებლობაა ქვეყნის უსაფრთხოება, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ზრუნვა, თავისი რიტორიკით ახალისებს ტერორიზმს, სისიხლიან ამბოხს, შეიარაღებული ძალების დაუმორჩილებლობას.

 

ხელისუფლება ამით ასხივებს შიშს და უნიათობას, ხელისუფლება ამით უშვებს გზავნილს, რომ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც საფრთხე შეექმნება ქვეყნის უსაფრთხოებას, მოქალაქეების სიმშვიდეს, დღევანდელ ხელისუფლებას არც სურვილი და არც იმის თავი ექნება, რომ ადეკვატური ზომები მიიღოს.

 

დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ როგორ ახდენს ხელისუფლება სახელმწიფოებრიობის უგულვებელყოფას. დღეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ნერგავს ისეთ მიდგომებს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს არსებობას.

 

როდესაც საკუთარი არაჯანსაღი პოლიტიკური ამბიციის დაკმაყოფილების მიზნით, ადამიანების ტრაგედიას, მათ შორის ჩვილის სიკვდილს, ადამიანების მიმართ ძალადობას, საკუთარი საარჩევნო მიზნებისათვის იყენებ, როდესაც მთავარ საქმიანობად დაისახავ ომგამოვლილ პატრიოტების, ისეთების, როგორიც არიან თენგიზ გუნავა, რომან შამათავა, ალქესანდრე გორგაძე, ზურაბ შამათავას, ციხეში გამომწყვდევას, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს იმაზე, რომ საკუთარ ქვეყანას დააბრალო ტერორისტების მომზადება, ტერორისტული აქტების ორგანიზება, ომის დაწყება და მოწმეებად მოგყავს რუსი მარიონეტების, მაგალითად ბაღაფშის და სხვა აფხაზი კრიმინალების ჩვენებები;

 

როდესაც რუსეთის ჯაშუშებს და მეამბოხეებს პოლიტპატიმრებად ასაღებ - დიაგნოზი ნათელია - შენ საკუთარ სახელმწიფოს ებრძვი.

 

„ქართული ოცნება“ არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, არამედ საქართველოს ასამართლებს ოკუპანტი სახელმწიფოს დაკვეთით", – ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !