-
2014-01-30 20:18
საფრანგეთში დავით კეზერაშვილის სასამართლო სხდომა დასრულდა.
მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, მოხდება თუ არა ყოფილი თავდაცვის მინისტრის საქართველოში ექსტრადიცია 27 თებერვალს გახდება ცნობილი.
მომავალი კვირის ორშაბათს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოსამართლე გაავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, გაათავისუფლებენ თუ არა ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე კეზერაშვილს გირაოს სანაცვლოდ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატების განცხადებით, ისინი ორშაბათს მათი დაცვისქვეშ მყოფის გათავისუფლებას ელოდებიან.
მათი განცხადებით, არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, რომ კეზერაშვილი განაჩენის გამოტანამდე პატიმრობაში იმყოფებოდეს.