-
2014-12-27 14:12
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, გაუგებარია, თუ რატომ არავინ მიდიოდა სტრასბურგში ასოცირების რატიფიცირებაზე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან.
,,ლოგიკით ამის ახსნა წარმოუდგენელია. როგორ შეიძლებოდა ეს არ მომხდარიყო. ალბათ საქმე გვაქვს ყურადღების დეფიციტთან, კვალიფიკაციის დეფიციტთან. ეს ბუნებრივია, თავად მთავრობის შიგნით საგანგებო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. როცა ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტის რატიფიკაციას ახდენს ევროკავშირი და ხვდება და იცის, რომ მოუმზადებელი, სწრაფი გადაწყვეტილებით ჩამოდის დელეგაცია, ეს იმოქმედებს ჩვენს იმიჯზეც. ბუნებრივია, ეს იმოქმედებს იმ განწყობაზე, რომელიც შეიქმნა და ყალიბდება საქართველოს მიმართაც", - განაცხადა ალასანიამ.