მარგველაშვილი: რატიფიცირება სააკაშვილს რომ არ ჩაებარებინა, სტრასბურგში ამიტომ წავედი

Image

მე უნდა წავსულიყავი სტრასბურგში, რომ ხელშეკრულების რატიფიკაცია არ ჩაებარებინა წინა ხელისუფლების პრეზიდენტს. სააკაშვილი იყო იქ, ხომ ნახეთ?! –ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  გადაცემა ,,რეაქციაში" განაცხადა.

 


მისივე განცხადებით, მან გაიგო რომ სტრასბურგში მისი თანაგუნდელები არ მიდიოდნენ. გამგზავრება სწორედ იმის გამო გადაწყვიტა, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ყოფილ პრეზიდენტს არ ჩაებარებინა და გაუგებარი არ ყოფილიყო , რატომ იდგა იქ ექსპრეზიდენტი და რატომ არ იყო ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი.

 

,,მე ვიმყოფებოდი ვიზიტით. ჩამოვედი და გავიგე, რომ სტრასბურგში არავინ მიდის. ეს იყო ის რეალობა, რომელიც მე გავიგე ჩვენი არხებით. არ ვიცი, რატომ არ მიდიოდა არავინ, მაგრამ მე ნამდვილად ვიცოდი, რომ სტრასბურგის დატოვება სახელმწიფო დელეგაციის გარეშე იქნებოდა არასწორი. ასე რომ, მე არაფრის მომზადების შესაძლებლობა არ მქონდა – დილით სხვა ქვეყნიდან ჩამოვედი და საღამოს სტრასბურგში წავედი.

 

მე უნდა წავსულიყავი იქ, რომ არ ყოფილიყო გაუგებარი ვითარება და ხელშეკრულების რატიფიკაცია არ ჩაებარებინა წინა ხელისუფლების პრეზიდენტს. სააკაშვილი იყო იქ, ხომ ნახეთ?! წარმოიდგინეთ სურათი, სადაც არის მხოლოდ სააკაშვილი. ცოტა აბსურდული ვითარება იქნებოდა, მარტო ყოფილი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო იქ და სხვა არავინ. შესაბამისად, მე ჩემი თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ როცა არავინ მიდიოდა, წავსულიყავი და იქ ვყოფილიყავი. ეს იყო ჩემი ვალდებულება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !