
მიხეილ სააკაშვილი, როგორც „მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწე“, ტაფტის უნივერსიტეტში სიტყვით წარსდგა და სტუდენტებსა და ფაკულტეტის წარმომადგენლებს მიმართა.
მიხეილ სააკაშვილს მასპინძლობდა უნივერსიტეტის რექტორი - ენტონი მონაკოსა და ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლის დეკანი - ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი, რომელიც გასულ წლამდე ნატოს გაერთიანებული სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი იყო.
დღესვე, მიხეილ სააკაშვილმა ფაკულტეტის სტუდენტებს სამი ლექცია ჩაუტარა და რამდენიმე ინტერვიუ მისცა ამერიკული პრესის წარმომადგენლებს.