-
2014-12-27 02:08
ფიტული სახელად „ვალერა“, რომელიც უკრაინის ერთიანობისთვის მებრძოლი ბატალიონ „ყირიმის“ წევრებმა შექმნეს, პრორუს სეპარატისტებს თავს ნამდვილ რისხვად დაატყდა. ამის შესახებ „ცენზორ.ნეტ“ იტყობინება.
ამ ფიტულის მეშვეობით „ყირიმის“ მებრძოლებმა მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა შექმნეს, რომელიც პრორუსების დისლოკაციის ადგილისკენ დაიძრა, მასთან ახლოს კი, საპირისპირო მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, აფეთქდა. აფეთქებამ რამდენიმე ბოევიკი შეიწირა.
ფიტული მებრძოლებმა თვითმავალი საარტილერიო დანადგარის ჭურვებისგან შექმნეს. ეს „საფრთხობელა“, საერთო ჯამში, 200 კგ-ს იწონიდა და აქედან 40 კგ ტროტილი იყო.

