ტელეკომპანია „მაესტროს“ პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციებს

Image

ტელეკომპანია „მაესტროს“ მენეჯმენტი დიდხანს ფიქრობდა, საერთოდ გაეცა თუ არა პასუხი იმ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებაზე, რომელიც ხუთმა არასამთვრობო ორგანიზაციამ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ (TI),  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (CiDA) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) გუშინ გაავრცელა.

 

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჟურნალისტთა ნაწილი, რომელმაც გადაწყვიტა, არ გააჩეროს მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ცხრიანი“, ბოლომდე მიიყვანოს სატელევიზიო სეზონი და ამით რისკის ქვეშ არ დააყენოს ტელევიზიის შემდგომი ფუნქციონირება, დღეს ძველი თანამშრომლების და საზოგადოების მცირე ნაწილის მხრიდან წნეხის ქვეშ იმყოფება. ამიტომ „მაესტრო“ თავს ვალდებულად მიიჩნევს, მიმართოს ორგანიზაციებს და გუშინ გავრცელებული განცხადების ავტორებს სთხოვოს შემდეგი:

კონკრეტული მაგალითებით და ფაქტებით გაამყარონ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ფაქტები;

 

ნუ დაეყრდნობიან მხოლოდ იმ „ფეისბუქ-პოსტებს“, რომლებიც მოგვიანებით, მოვლენების განვითარების კვალდაკვალ მხოლოდ ერთი მხარისთვის სასურველი მიმართულებით გავრცელდა - მით უმეტეს, რომ ამ პოსტების ზოგიერთი ავტორისთვის ტელეკომპანიის ხმაურით დატოვება პირველი შემთხვევა არ არის;

 

დაასახელონ კონკრეტული გადაცემები თუ სიუჟეტები, სადაც ჩანს პრორუსული ან თუნდაც ბოლოს დროს პოპულარული, სრულიად გაუგებარი - პროქართული განწყობები - განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ამ ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელი „მაესტროში“ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგაც არაერთხელ ყოფილა ჩვენი გადაცემების სტუმარი და ჩვენ, ბუნებრივია, მხოლოდ გაგვიხარდება მომავალშიც მათი არგუმენტირებული ანალიზის მოსმენა ჩვენს ეთერში;

 

ხაზი გაუსვან იმ გარემოებას, რომ კოკა ყანდიაშვილს ჯერ არ აქვს გადაცემა „მაესტროზე“ და „ცხრიანიც“ დაუბრკოლებლად გადის ეთერში;

 

და ბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თქვენს ორგანიზაციებს არანაკლები გავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, ვიდრე - მედიას. შეუძლებელია მიკერძოებული, დაინტერესებული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყოს სრული. წყაროს გადამოწმება არ არის მხოლოდ ჟურნალისტური პრინციპი - ეს პროფესიონალიზმის პრინციპია.  ინფორმაციის გადამოწმების წყარო კი ვართ ჩვენ, ჟურნალისტები, რომლებიც ისევე ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს, როგორც ამას ვასრულებდით ბოლო თვეების თუ წლების განმავლობაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !