
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის მზად არის,- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ შეხვედრას სჭირდება ძალიან კარგი დაგეგმვა და მომზადება. ,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს. მზაობა გვაქვს, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან კარგი მომზადება. ჯერ ნაადერევია საუბარი იმაზე, როდის და რა ფორმატით შედგება შეხვედრა. ჩვენ მზაობა გვაქს, ვფიქრობ, უნდა შედგეს ასეთი შევხედრა, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან კარგი მომზდება, რომ იყოს შედეგიანი,"-განაცხადა ღარიბაშვილმა.