
მიხეილ სააკაშვილი მაიდანზე, უკრაინაში მებრძოლი გმირების გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
როგორც მან გამოსვლისას აღნიშნა - რუსეთის იმპერია ამ ყველაფრისთვის აუცილებლად აგებს პასუხს.
უკრაინელმა ხალხმა განსაკუთრებული პატივი მიაგო საერთო თავისუფლებისთვის მებრძოლ, ქართველ ჯარისკაცს ალექსანდრე გრიგოლაშვილს, რომელსაც სამშობლოში ხვალ გადაასვენებენ, -ინფორმაცია და ფოტოკოლაჟი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.