რა სტატუსები ვრცელდება სოციალურ ქსელში: „თავდაცვის მინისტრი მოღალატე და გარეწარია.“

Image

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებამ ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გოგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით, საზოგადოების აღშფოთება და სამართლიანი გულისწრომა გამოიწვია.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, სწორედ ასეთ განცხადებას გააკეთებდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

 

„თავდაცვის მინისტრი მოღალატე და გარეწარია. დარწმუნებული ვარ, ვლადიმერ პუტინიც ზუსტად ასეთ განცხადებას გააკეთებდა“, - წერს ნადირაშვილი სოციალურ ქსელში.

 

თავდაცვის სამინისტროს განცხადებას პოლიტიკურ ნაძირლობას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. 

 

„მრცხვენია, რომ საქართველოს ასეთი თავდაცვის მინისტრი ყავს.

 

უფრო სწორად, დღეს ჩვენ დადასტურებულად გავიგეთ, რომ არ გვყავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ის სხვა ქვეყნის ინტერესებს გამოხატავს, სხვა შეფასება. გარდა პოლიტიკური ნაძირლობისა, მე არ მახსენდება ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ.“- აცხადებს ბოკერია.

 

ყოფილმა ელჩმა  მამუკა კუდავამ კი  მინისტრის გადადგომა მოითხოვა.

 

„ერთად უნდა მოვითხოვოთ სამარცხვინო თავდაცვის მინისტრის გადადგომა წარმოუდგენლად მდაბალი განცხადებისა და ქართველი სამხედროებისათვის შურაცხმყოფელი საქციელისთვის! პუტინის გამმართლებელი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, ეს ღირსების საკითხია!"- აღნიშნა მან.

 

საკრებულოს წევრმა, დავით ზურაბიშვილმა თავდაცვის სამინისტროს განცხადებას  ამორალური  უწოდა.

 

„სამარცხვინო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა!

 

P. S. ჩათვალეთ, რომ უკიდურესად ლოიალური და კორექტული ვარ."- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !