
,,იქ იგულისხმება ის, რომ თუ დამნაშავეები გასწევდნენ წინააღმდეგობას, ამ შემთხვევაში ძალოვანების ადეკვატური მოქმედება მომხდარიყო. ორივეს ლიკვიდაცია რომ თვითმიზანი ყიფილიყო, ამას ხელს ვერაფერი შეუშლიდა",
- ეს განცხადება ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ გუშინ გავრცელებულ მუხროვანის კადრებთან დაკავშირებით. თარგამაძემ ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოსაძიებელი არაფერია:
"რაც შეეხება კონკრეტულად დაკავების ბრძანებას, ეს იყო ადეკვატური, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ადამიანები იყვნენ პროფესიონალები და მძიმედ შეიარაღებულები, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ადეკვატური ქმედება ძალოვანების მიერ იყო აბსოლუტურად დასაბუთებული. ის იძახის, რომ ორი ადამიანის დაკავებაა საჭირო და ამასთან, მან დაადასტურა, რომ ვიდეომასალაში საუბარია მუხროვანის სპეცოპერაციის სამზადისზე და აღნიშნულის შესახებ გარკვეული დეტალები განმარტა.
იქ იგულისხმება ის, რომ თუ დამნაშავეები გასწევდნენ წინააღმდეგობას, ამ შემთხვევაში ძალოვანების ადეკვატური მოქმედება მომხდარიყო. ორივეს ლიკვიდაცია რომ თვითმიზანი ყიფილიყო, ამას ხელს ვერაფერი შეუშლიდა. მინდა გითხრათ, რომ 2009 წლის მაისში საქართველოში განხორციელდა შეიარაღებული ამბოხი, რომელსაც ჰქონდა მიზნად 90-იანი წლების მსგავსი სისხლიანი მოქმედებების გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით და პრაქტიკულად მთელი ქვეყნის ცნობილ სისხლიან მოვლენებში კიდევ ერთხელ ჩახრჩობა.
ამ ამბოხის ორგანიზატორები იყვნენ ადამიანები, ბატონები კრიალაშვილი და ოთანაძე, რომლებსაც ზუსტად ანალოგიური ქმედება ჰქონდათ ჩადენილი შევარდნაძის მმართველობის დროსაც. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ შეძლო, განსხვავებით შევარდნაძის პერიოდიდან, ერთი დღის მანძილზე ამ სიტუაციის ამოწურვა ისე, რომ ადგილზე არ ყოფილა არა თუ გარდაცვლილი, არამედ დაზარალებულიც კი.
შემდგომში რამდენიმე კვირის განმავლობაში ძებნის ოპერაცია გაგრძელდა და დასრულდა დაკავების ოპერაციით ცხვარიჭამია-თბილისის გზაზე, სადაც ამ ადამიანებმა გასწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა და შესაბამისად, დაკავების ოპერაციის დროს ერთ-ერთი მათგანი იქნა ლიკვიდირებული, მეორე იქნა დაჭრილი, მას გაეწია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდა ოპერაცია და დღეს არა თუ ცოცხალია, არამედ დღევანდელმა ხელისუფლებამ, როგორც გმირი, ისე გაათავისუფლა და მიანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი", - აღნიშნა თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.