ჟურნალისტი საპატრიარქოს მიმართ გულისტკივილს გამოთქვამს და უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე

Image

ჟურნალისტი ნათია სორდია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვის.

 

„ჩავბარდები ნებისმიერ ქვეყანას.

 

ჩემი მეუღლე ფერეიდნელი ქართველი, არც საპატრიარქოს ყურადღებას იმსახურებს, არადა, თუ ვინმეს ჭირდება ეკლესიის თანადგომა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, მათგან ერთ-ერთი ჩვენი ოჯახია...

 

ეს სიტყვები ჩვენი ხელისუფლების უუნარობამ დამაწერინა. აგერ ოთხი წელია, რაც ფერეიდნელ ქართველზე დავქორწინდი.

 

ორი შვილი მყავს - გოგონა 2 წლისაა, ვაჟი კი 10 თვის. ვინაიდან ქრისტიანზე დაქორწინდა, ჩემს ქმარს ფერეიდანში ქონების კუთვნილ წილს არ აძლევენ, არ გვიფორმებენ ჩვენს სახლს, რომ გავყიდოთ მაინც... ახლობლები მეუღლეს აყვედრიან - რატომ წახვედი, რატომ გვიღალატეო? დარეკვითაც კი არ გვკითხულობენ.

 

ზუსტად ვიცი, ჩემი სარწმუნოების გამო ხდება ეს, არაერთხელ წამოსცდენიათ, რომ „ურჯულო“ ვარ. ჩემი ქმარიც ამ მიზეზით მოიკვეთეს.

 

მეუღლემ ყურის ოპერაციის შედეგად დაკარგა სმენა და შესაბამისად, სამსახურიც. სცადა ფიზიკური ემუშავა, მაგრამ ესეც ვერ შეძლო. წლების წინ, ირანში კისტა ამოაჭრეს ფილტვზე, რის გამოც ფიზიკურ დატვირთვას ფილტვები ვერ უძლებს. ოჯახში მხოლოდ მე ვარ შრომისუნარიანი.

 

ერთ-ერთ გაზეთში შტატგარეშე კორესპონდენტად ვმუშაობ, ამ თანხით ერთი კვირის სარჩოსაც ვერ ვყიდულობთ. რამდენიმე თვეა უკვე ვერ ვიხდი ქირას, იძულებული გავხდი ახლობლის ბინაში გადავსულიყავი, თუმცა მისი დაცლაც მალე მომიწევს. არ გვაძლევენ სოციალურ შემწეობას. ისიც არ ვიცი, დაგვინიშავენ თუ არა მეუღლის კუთვნილ პენსიას. ორმაგი მოქალაქეა და ირანიდან ითხოვენ ცნობას, არიქა, იქ ხომ არ იღებს შემწეობასო.

 

ფერეიდნელი ქართველები პატრიარქს განსაკუთრებულად უყვარს. მათ აქვთ ბედნიერება უწმინდესთან ერთად იტრაპეზონ, თუმცა დიდი ხანია ჩვენ არავის გავხსენებივართ და არ გვიწვევენ უწმინდესობის სანახავად. არ ვიცი, რა ნიშნით ახდენენ ფერეიდნელების დიფერენციაციას.

 

ამ რამდენიმე კვირის წინ, ფერეიდნელი დაქორწინდა და უწმინდესს უნდა დაელოცა, ვერც იქ მოვხვდით. პასუხად გვითხრეს, სამხიარულო სიტუაცია იყო და ვერ მოხვიდოდითო. რა პასუხი ახლა ეს?!

 

დღეს, საქართველოს პოლიტელიტას არ რცხვენია ერთმანეთთან ქიშპობა იმის დასამტკიცებლად, თუ ვინ უკეთ უგორებს კოჭს დასავლეთს, ვინ მეტად აგინებს რუსეთს და ასე აყრიან საზოგადოების თვალებში ნაცარს. ვიცი, ემიგრაციაშიც ძალიან გამიჭირდება, მაგრამ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. ალბათ ვიღაც იტყვის, - წადი, თორემ დედა ენა არ დაკარგოს საქართველომო, მეც ვიცი, არ დაკარგავს, ოღონდ მე და ჩემ მეუღლეს გვინდოდა ჩვენს შვილებს სამშობლო და დედაენა არ დაეკარგათ...“ - ამბობს ნათია ნოდია.

kvirispalitra.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !