-
2014-01-30 11:32
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ ფრაზაში „მინდა ორი გვამი“ ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს, თუკი ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდებოდა.
ამის შესახებ ბრაიზამ დღეს თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როცა ჟურნალისტებმა სკანდალური კადრების შესახებ განმარტება სთხოვეს.
„კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია, რა სიტუაცია იყო და რა გარემო. იყო ეს ანტიტერორისტული ოპერაცია? ამ შემთხვევაში დასაშვებია თქვა ფრაზა – «მე მინდა გვამი». არ მინახავს ვიდეო და იგი აუცილებლად უნდა გამოიძიონ“, – განაცხადა მან.