საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ორმოცდაერთოსანია და არაა ფრიადოსანი, რითაც მხოლოდ ამაყობს.
„ვიზიარებ, რომ სააკაშვილი არის ფრიადოსანი, მე კი ვარ ორმოცდაერთოსანი და კოალიციასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა" 41:5 დავამარცხე, - განაცხადა მან "მაესტროს ცხრიანში" 18 დეკემბერს.
მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა უფრო წარმატებულია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მთავრობა.
„თუკი შეცდომა არის ის, რომ ციხეებში არავის აუპატიურებენ, თუკი შეცდომა არის ის, რომ მოსამართლე ჩემგან თავისუფალია, მზად ვარ, ვაღიარო ეს შეცდომა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღიარებულია, რომ ამჟამინდელი მთავრობა არის რეფორმატორი, 2 წელი ტოტალურ შრომას ეწევა და ეს შრომა დაუფასდა.