ნიკოლოზობა

Image

წმინდა ნიკოლოზი საშობაოდ ბავშვების დამსაჩუქრებლად და მფარველად ითვლება. მას წმინდანად აღიარებენ როგორც მართლმადიდებელი, ასევე კათოლიკე ქრისტიანები, პატივს მიაგებენ პროტესტანტებიც. სხვაობა მხოლოდ თარიღშია.



თითქმის ყველა კულტურაში, რომელსაც კი ეკლესია შეხებია, წმინდა ნიკოლოზი ცნობილია, როგორც გაჭირვებულთა მშველელი და ბავშვების მოყვარული.

წმინდა ნიკოლოზი საქართველოში ძალიან პოპულარულია. ის საქართველოს ეკლესიის მფარველად ითვლება. საქართველოში არ არის კუთხე, რომ იქ წმინდა ნიკოლოზის სახელობის რამდენიმე ტაძარი არ იყოს.

 

წმინდა ნიკოლოზი ცნობილია, როგორც მსწრაფლშემწე და პატარების მფარველი და მეოხი. იგი ყოველთვის იქ არის, სადაც მისი დახმარების იმედზე არიან ღვთისმოსავნი. წმინდა ნიკოლოზის მიერ ქმნილი სასწაულები ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გახმაურდა. მათ შორის იყო ერთი განსაკუთრებული შემთხვევა:

 

წმინდა ნიკოლოზის მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა ერთი დიდგვაროვანი და მდიდარი კაცი, რომელსაც სამი მზეთუნახავი ქალიშვილი ჰყავდა. წუთისოფლის ცვალებადობით მან მთელი ქონება დაკარგა და გაღატაკდა ისე, რომ ლუკმა–პურის ყიდვის საშუალებაც არ ჰქონდა. სიღატაკემ უბედური მამა მიიყვანა საშინელ აზრამდე – მსხვერპლად გაეღო საკუთარ ასულთა ღირსება და მათი სილამაზის წყალობით მოეპოვებინა საარსებო სახსრები.

 

წმინდა ნიკოლოზი, რომელიც საეპისკოპოსოს მწყემსმთავარი იყო, ფხიზლად ადევნებდა თვალს მისდამი მინდობილი სამწყსოს სვე–ბედს. მან განიზრახა გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანისათვის მოწყალების ფარულად გაღება ისე, რომ ამის შესახებ მას არაფერი გაეგო.

 

ამ საქციელში, ქველმოქმედებასთან ერთად, იყო ადამიანის ბუნებიაში წვდომა – წმინდა ნიკოლოზმა იცოდა, რა მძიმეა მოწყალების მიღება სიმდიდრიდან ერთბაშად სიღარიბეში ჩავარდნილი ადამიანისათვის. მან აიღო ოქროთი სავსე ქისა და შუაღამისას, როცა ყველას ეძინა და არავის შეეძლო მისი დანახვა, ჩუმად მივიდა ღატაკის ქოხთან, გააღო ფანჯარა და ჩააგდო ქისა, თავად კი საჩქაროდ შინ გაბრუნდა.

 

დილით, როდესაც კაცს გაეღვიძა და ქისა დაინახა, თვალებს არ დაუჯერა – თავი ისევ სიზმარში ეგონა. ბოლოს დაასკვნა, რომ ეს განძი თვით ღვთის განგებამ გამოუგზავნა – მხურვალე მადლობა შესწირა უფალს და მიღებული ოქროთი გაათხოვა უფროსი ქალიშვილი.

 

წმინდა ნიკოლოზი გაახარა მამის საქციელმა და გადაწყვიტა მეორე ქალწულისთვისაც ასეთივე სიკეთის გაკეთება – ღამით მან ისევ ფარულად ჩააგდო ღატაკის ქოხში ოქროთი სავსე ქისა. მამამ თავისი მეორე ასულიც გაათხოვა მტკიცე იმედით, რომ უფალი იმავე გზით მოიღებდა წყალობას მესამე ასულისთვისაც; ამასთან, მან გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, გაეგო თავისი ფარული კეთილისმყოფელის ვინაობა და ღირსეულად გამოეხატა მისდამი მადლიერება.

 

ამ მიზნით იგი ღამეებს ათენებდა და მოელოდა უცნობის გამოჩენას. მას არ მოუხდა დიდხანს ლოდინი. მალე ქოხთან მესამედაც მოვიდა ქრისტეს კეთილი მწყემსი – ფანჯარაში ჩააგდო ოქროთი სავსე ქისა, მაგრამ ამჯერად მან ვერ შეძლო სიკეთის დაფარვა. ოქროს წკრიალის გაგონებისთანავე მამა სახლიდან გამოვარდა, დაეწია ჩქარი ნაბიჯით მიმავალ კაცს და მასში წმინდა ნიკოლოზი შეიცნო. ფეხებში ჩაუვარდა და მადლობას სწირავდა.

 

ნეტარმა ნიკოლოზმა წამოაყენა მოხუცი, სთხოვა მას, არავისთვის გაემხილა ეს ამბავი და დაარიგა – მოწყალებისათვის მადლობა უფლისთვის შეეწირა.

 

ასე დაუმკვიდრდა წმინდანს ყოველგვარი კეთილდღეობის მოქმედის სახელი ხალხის წარმოდგენაში.

 

ამ შემთხვევამვე დაამკვიდრა საშობაო საჩუქრების ჩვეულებაც – წმინდა ნიკოლოზი შედის ჩუმად სახლში და ნაძვის ხის ქვეშ ტოვებს საჩუქრებით სავსე ტომარას. დასავლეთში ამ ფარულ კეთილისმყოფელს ჰოლანდიური ტრანსკრიპციით სანტა კლაუსს უწოდებენ.

 

სწორედ ჰოლანდიელთა მეოხებით მოხვდა სანტა–კლაუსი ჩრდილოამერიკულ კონტინენტზე, რომლებმაც იქ ახალი ამსტერდამი (აწინდელი ნიუ–იორკი) დააარსეს მე–17 საუკუნის შუაგულში.

 

1823 წელს კლემენტ კლარკ მურმა გამოაქვეყნა პოემა „შობის წინა ღამე, ანუ წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა“, სადაც აღწერილი იყო პერსონაჟი – სანტა კლაუსი, რომელიც ბავშვებს საშობაო საჩუქრებს ურიგებს. 1881 წელს თომას ნასტის ილუსტრაციებით შეიქმნა თანამედროვე სანტა კლაუსის სახე. თანაც, მხატვარმა ბავშვებისათვის მოიგონა სხვადასხვა ამბები – ის, რომ სანტა კლაუსი ცხოვრობს ჩრდილოეთ პოლუსზე, რომ თავის დღიურში იწერს კარგი და ცუდი ბავშვების საქციელს და ა.შ.

 

ნასტის პერსონაჟმა თანდათან მიიღო ის სახე, რომლითაც დღეს არის ცნობილი თოვლის ბაბუა – ქურქით შემოსილი მხიარული ბერიკაცი. როგორც ყვებიან, ნასტმა ეს პერსონაჟი საკუთარი გარეგნობიდან შექმნა – ის ყოფილა საშუალო ტანის ტანსრული მამაკაცი, დიდი ულვაშებითა და წვერებით. ქურქი თოვლის ბაბუას ჯერ ყავისფერი სცმია, მერე წითლით შეუცვლია – ოღონდ ამ „წითელს“ პოლიტიკური შეფერილობა არ ჰქონია.

 

დღეისათვის რამდენიმე ჩრდილოური ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას, რომ სწორედ მათ ტერიტორიაზე მკვიდრობს სანტა კლაუსი: დანიელები ამბობენ, რომ ის ცხოვრობს გრენლანდიაში, შვედები – სტოკჰოლმში, ფინელები – კორვატუნტურში... და საერთო წარმოდგენით – საჩუქრების დასარიგებლად სახლში შედის საკვამლე მილის მეშვეობით.

 

ასე და ამრიგად, წმინდა ნიკოლოზს საშობაოდ მთელი სამყაროსთვის მოაქვს ბედნიერება – სამი გოგონასათვის გაწეულმა დახმარებამ იგი ყველას შემწედ და მეოხად აქცია.

 

ჰოლანდიაში არის რწმენა, რომ სანტა კლაუსი თეთრ ცხენზე ამხედრებული დაქრის და საჩუქრებს ურიგებს კარგ ბავშვებს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !