23 წლის ქართველ მოდელს ჩინეთში სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ

Image

როგორც ქართველი მოდელი, კრისტი კილაძე აცხადებს, იგი ჩინეთში ქართველი დამსაქმებლების მხრიდან ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა.

 

„ვერა დოინოვასთან, სააგენტო "ტოპ მოდელსში". გავაფორმე კონტრაქტი, მონაწილეობა მივიღე კონკურსში და ავიღე პირველი ადგილი.

 

კონკურსს ვერას ქმარი აკონტროლებდა, თავად ვერა  პეკინში იყო. ვიცოდი, რომ იქ აგვარებდა ჩვენს საქმეებს. გვითხრეს, მსოფლიოს 50 ქვეყნიდან იქნებიან კონკუსანტებიო. როცა ჩავედით მხოლოდ ჩინელი მენეჯერი დაგვახვედრეს. წაგვიყვანეს სადღაც გუიანგში.

 

იქ იყო ვერას მეგობარი ხატია, რომელმაც რაღაც კლუბში გაგვიშვა მე და მეორე გოგონა, არასრულწლოვანი, 16 წლის იყო. იმ კლუბში 5-6 ქართველი გოგო მუშაობდა. ჩატარდა ვითომ ჩვენება, გარშემო კაცები ისხდნენ, რომლებიც ჟიურის წევრები მეგონა. ერთ-ერთმა მამაკაცმა თავის მაგიდასთან მიმიწვია, მეგონა როგორც ჟიურის წევრი ისე მიწვევდა, მაგრამ თურმე სხვა მიზანი ჰქონია.

 

ჩინელმა მამაკაცმა მკერდზე ხელი წამავლო, მითხრა, მე შენში ფული მაქვს გადახდილი და ჩემი ქალი ხარო. მე წინააღმდეგობა გავუწიე. მერე ვერას დავურეკე საბოზაოდ ვარ, თუ კონკურსზე-თქო.

 

 იმ კაცთან უსიამოვნო საუბრის შემდეგ, მენეჯერს ავუხსენით, რომ მოდელებად ჩავედით და არა ბოზებად. ამ ამბავმა ჩემზე მძიმედ იმოქმედა, სტრესის შედეგად ცუდად გავხდი, მაღალი სიცხეები მქონდა. ვითხოვდი ექიმს, რომელიც კონტრაქტით არის გათვალისწინებული, მაგრამ არავინ მომაქცია ყურადღება. ხატია მირეკავდა და მეუბნებოდა, თუ გაცივდი, ეგ შენი პრობლემაა და არა ჩემიო.

 

ამის შემდეგ ისევ მოგვატყუეს, ისევ კლუბში წაგვიყვანეს, სადაც ე.წ. ბოსები იყვნენ შეკრებილები. მოვიდა კლუბის მეპატრონე და მითხრა მე აქაურობის ბოსი ვარ, შენში ფული მაქვს გადახდილი და სასტუმროში უნდა წამოხვიდეო. წინააღმდეგობა გავუწიეთ და გამოგვყარა, არც ფული გვქონდა, მენეჯერიც არ იყო, ამ ხატიასაც გამორთული ჰქონდა ტელეფონი და საღამოს წამყვან ჩინელს ვთხოვეთ სასტუმრომდე მიყვანა.

 

ყოველთვის ძალით მივყავდით კლუბში, ერთხელ მე და 16 წლის ელენე, რომელიც ჩემთან ერთად წამოვიდა ჩინეთში, მანქანაში ჩაგვსვეს და 12 საათი გვატარეს, აღმოჩნდა, რომ შიშინში გადაგვაპარეს. ისეთი ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, რომ მკერდი და საჯდომი სულ დალურჯებული მქონდა. რაღაც სქემით მუშაობენ, ჩაჰყავთ გოგონები ჩინეთში, აფორმებინებენ კონტრაქტს, ზოგს პასპორტს ართმევენ და ა.შ.

 

ჩვენ ორჯერ გამოგვართვეს პასპორტი, მაგრამ საელჩო ჩავრიეთ და დაგვიბრუნეს პასპორტები.

 

2 თვე ვიყავით ჩინეთში ამ პირობებში. ბოლოს გამოვიპარეთ. ოჯახის წევრებმა გამოგვიგზავნეს ფული, ფანჯრიდან გადმოვყარეთ ბარგი, ტაქსის მძღოლს დავუხატეთ აეროპორტი და ისე მიგვიყვანა აეროპორტამდე, აეროპორტში კი პოლიცია დაგვხვდა. რომელმაც გვითხრა, სანამ არ გაფრინდება თქვენი თვითმფრინავი, გვერდიდან არ მომშორდეთ, რადგან ცუდი კაცი გეძებენო.

 

ვინ იყო ის კაცი, არ ვიცი.  ჩვენთან ერთად კიდევ ერთი გოგო იყო, რომელიც კონტრაქტით იყო წასული სამუშაოდ. მასაც უთხრეს ჩვეულებრივად, მოდელი იქნებიო და ეგ მოდელობა არაა - ტრეფიკინგია.

 

იქ ბევრი ქართველი გოგოა დასაქმებული. მათ რომ ჰკითხო,  ცუდს არაფერს აკეთებენ. ტელეფონითაც მქონდა გადაღებული რაღაცები. მე რომ არ მქონდეს ნანახი, როგორ აჰყავთ ქართველ გოგონებს მამაკაცები სასტუმროს ნომრებში, არ ვიტყოდი არაფერს,“ - ამბობს კრისტი.

 

Ambebi.ge სამოდელო სააგენტო „ტოპ მოდელსის“ ხელმძღვანელს, ვერა დიონოვას დაუკავშირდა.

- თუ რამე გაინტერესებთ, კრისტის ჰკითხეთ.

- ის ამბობს, რომ თქვენ გაუშვით ჩინეთში სამუშაოდ, ვესაუბრეთ უკვე...

- თუ ამბობს - ამბობს; რა ვუყო? ვერ დავაკომენტარებ ამას.  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !