
,,წითელი აქცია“ – ირაკლი კაკაბაძე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საცხოვრებელ სახლებს სისხლისფრად შეღებვას უპირებს.
კაკაბაძე აქციას 1 თებერვალს აანონსებს და ფეისბუქზე წერს, რომ ყველა ,,ნაციონალი ლიდერის“ სახლი სისხლისფრად შეიღებება.
„ყურადღება: ხვალ 4-იდან 5 საათამდე ,,თანასწორობის ფრონტი” და მისი მეგობარი ორგანიზაციები იკრიბებიან სასტუმრო ,,ვარაზთან“ - კოსტავას 45-ში. იქიდან დაიწყება მოძრავი „წითელი აქცია" ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ.
ჩვენი მანქანები მიადგება ნაციონალური მოძრაობის ლიდერების საცხოვრებელ ბინებს, სამუშაო ოფისებს და დაიწყებს მათ მასიურად შეღებვას იმ სისხლის ფერად, რომელსაც ისინი ამდენ ხანს საქართველოს მოსახლეობას აღვრევინებდნენ. ჩვენი ურყევი მოთხოვნაა, რომ გასამართლდეს ნაც-რეჟიმი, როგორც სისტემურად დამნაშავე ორგანიზაცია და არა როგორც ცალკეული ადამიანები" - წერს კაკაბაძე ფეისბუქში.