ეკა კვალიაშვილი: „ქუჩაში დამეწყო საშინელი შეტევა, ვიხრჩობოდი, ნაბიჯს ვერ ვდგამდი...“

Image

მომღერალი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ  ქუჩაში ცუდად გახდა, თუმცა  ყურადღება არავინ მიაქცია.

 

„დღეს, მართლა, პირველად შემეშინდა....

 

ლუკა გავიყვანე, თან მინდოდა აფთიაქში შევსულიყავი და ამიტომ, სახლის ტერიტორია დავტოვე და ქუჩაში გავედი, ნახევარი გზა გავიარე, და უცებ, დამეწყო საშინელი შეტევა, ვიხრჩობოდი, ნაბიჯს ვერ ვდგამდი, რადგან ოდნავი ენერგიის დახარჯვა და შეტევა მიძლიერდებოდა.

 

არა, სიკვდილის არ შემშინებია, მერწმუნეთ, უბრალოდ, ბავშვთან ერთად ვიყავი... ქუჩაში... სადაც არც ერთ ადამიანს არ უკითხავს, ხომ არ დაგეხმაროთო....

 

შემეშინდა, რომ არ დავვარდნილიყავი და სული არ დამელია, ჩემი პატარა შვილიშვილი არ დამეტოვებინა, ასე უპატრონოდ, უცხო ადამიანებში.

 

ბავშვის ეტლზე დაყრდნობილი, ხრიალით, მივედი იქვე, ჩემს ბედად, პატრული იყო გაჩერებული, და ვთხოვე დახმარება, მათ მიპატრონეს, გაახაროთ ღმერთმა, სახელიც ვერ ვკითხე, ჩამსვეს ტაქსში ბავშვსაც მიმიხედეს და გამომიშვეს სახლში.

 

მეუბნებოდნენ, სასწრაფოს გამოვუძახებთო, მე უარი ვთქვი, ამის მერე გავიდა საკმაოდ ბევრი საათი....

 

და ახლა, დამიმშვიდდა შეტევა... სუნთქვა აღმიდგა.. მაგრამ, საშინლად მტკივა თავი...

 

ბარბარობის დღის მადლმა არ გამწირა, დარწმუნებული ვარ....

 

ადამიანებო, თუ დაინახავთ, ქუჩაში, ვინმეს უჭირს, ცუდადაა, კითხეთ, რითი დაგეხმაროო...

 

იქნებ თქვენზეა დამოკიდებული ამ ადამიანის სიცოცხლე იმ კონკრეტულ წუთს....

 

სულ ეს იყო, მადლობა ღმერთს, გადავრჩი...

 

საშინლად მტკივა თავი...", - წერს ეკა კვალიაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !