ირმა ნადირაშვილი: ვიდეოს ამტვირთავებს უნდათ, ქვეყანა კომპრომატებით მართონ

Image

საპარლამენტო უმცირესობა უკვე გამოეხმაურა 29 იანვარს გამოქვეყნებულ, მუხროვანის 2009 წლის ამბოხების ერთი ეპიზოდის ამსახველ ვიდეომასალას, სადაც ვანო მერაბიშვილი და წინა ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ვიდეო ხელისუფლების ატვირთულია და მას ამ გზით იმ პრობლემების გადაფარვა სურს, რომლებიც ხალხის წინაშე დგას:

 

“ვიდეოს ატვირთვიდან ნახევარ საათში პროკურატურამ საზეიმოდ გვამცნო, ძიება დავიწყეთო.

 

რაღაც არ მახსენდება, ბატონებო, ასეთივე ოპერატიულობა გამოგეჩინათ და შეგესწავლათ, როგორ მოხვდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ აჯანყებაში ბრალდებული პირები პოლიტპატიმრების სიაში?

 

რატომ ასევე არ იჩქარეთ ძიების დაწყება, ბანდიტმა ფარცხალაძემ მერაბიშვილი ციხიდან რომ გაიტაცა?

 

ან როგორ მოხდა ბედუკაძის უდანაშაულოდ აღიარება?

 

ან ვინ მოკლა 9 თვის რაფალიანცი?

 

ეს ვიდეო ხელისუფლების ატვირთულია და მიზნად ისახავს ამ ხმაურინი საქმეების გადაფარვას. ამ ვიდეოს ამტვირთავებს უნდათ, ქვეყანა კომპრომატებით მართონ, რომ ადამიანებმა დროებით მაინც დაავიწყონ ლარის გაუფასურება, მილიარდიანი გარღვევა ბიუჯეტში, გაძვირებული საწვავი და პროდუქტები, ღარიბაშვილი- თამაზაშვილის კლანური მმართველობა და სამსახურიდან გამოყრილი ათასობით ადამიანი.”, – წერს ირმა ნადირაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !