
სამსახურებრივი ავტომანქანების შესყიდვის თაობაზე პროექტი მთავრობის სხდომამ დაამტკიცა.
„მოგეხსენებათ, არსებობს ახალი წესი, რომელიც განკარგავს ავტომობილების ფლობის პირობებს. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიტანეთ დამატებით 6 ავტომობილის შესყიდვის თხოვნა.
ეს გახლავთ პროექტების მართვის სააგენტოსთვის. როგორც იცით, ძალიან ბევრი ახალი საწარმოა და, შესაბამისად, სჭირდება მონიტორინგი.
გარდა ამისა, დამატებით 1 ავტომობილი განკუთვნილია ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის, სადაც ჩვენ ძალიან ბევრ პროგრამას ვგეგმავთ.
შესაბამისად, მათ ჰქონდათ ერთი მანქანის ნაკლებობა და ვთვლით, რომ აუცილებელია შევსება. ეს არის მესამე კატეგორიის ავტომობილი," - განაცხადა მინისტრმა ოთარ დანელიამ.
„რუსთავი2“