
დაახლოებით ერთი საათის წინ დროის მცირე მონაკვეთში ბლოკირებული იყო საბურთალოზე მდებარე მარჯანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე იმყოფებოდა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი.
როგორც ფაქტის გადამოწმებისას შსს-ში „აფხაზეთის ხმას“ განუცხადეს, პოლიციის თანამშრომლებმა ზემოთაღნიშნულ ტერიტორიაზე ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვასა და ტარებაში ედება ბრალი.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია