-
2014-01-29 22:54
საინფორმაციო სააგენტო „რესი“ აქვეყნებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის იტალიაში, სარდინიის ქალაქ ლანუზეიში, სადაც, მათივე თქმით, ცხინვალსა და ლანუზეის მერიას შორის დაიდო შეთანხმება ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება, თითქოს ცხინვალსა და ლანუზეის არა აქვთ დამოუკიდებელი ურთიერთობები, სინამდვილეს არ შეესაბამება.
„რესი“ აქვეყნებს ლანუზეის მერიაში ცხინვალიდან ჩასული ე.წ. სამთავრობო დელეგაციის დახვედრისა და უშუალოდ მერიაში ჩატარებული შეხვედრების ამსახველ ფოტოებსაც.


