
დღეს ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ ატვირთული სკანდალური ვიდეოს შესწავლა, სადაც ვანო მერაბიშვილი, დათა ახალაია, ირაკლი კოდუა და შსს-ს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ, პროკურატურაში უკვე დაწყებულია.
კადრები, სავარაუდოდ, მუხროვანის ცნობილი ამბოხის დროსაა გადაღებული. კადრში ჩანს ვანო მერაბიშვილი, რომელიც მითითებებს იძლევა და ერთგან ამბობს: „ორი გვამი მჭირდება სასწრაფოდ..."
ვიდეომასალის ბოლოს ჩანან ზურაბ ადეიშვილი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მანქანაში ჩაჯდომამდე კითხულობს: „ვანო სად არის?“.