
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი უკრაინის ოპოზიციური პარტია „უდარის“ ლიდერს, ვიტალი კლიჩკოს მიმართავს.
მერაბიშვილის განცხადება „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება:
„მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემ მეგობარს, ვიტალი კლიჩკოს.
მე მჯერა, რომ მისი და მისი მეგობრების სახით უკრაინას ეყოლება ლიდერები, რომლებიც ქვეყანას გაუძღვებიან ევროინტეგრაციისა და რეფორმების გზაზე.
დარწმუნებული ვარ, კორუფციასთან ბრძოლა და პოლიციის რეფორმა იქნება მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაშიც საქართველოს გამოცდილება მას და უკრაინას ძალიან გამოადგება.
უკრაინელი ხალხი, ისევე როგორც ქართველი ხალხი, იმსახურებს და აუცილებლად მიაღწევს ევროპულ მომავალს“, - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.