
რეჟისორი რობერტ სტურუა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ურჩევნია, სიძულვილის გრძნობით შეპყრობილი, დაუნდობელი წავიდეს ამქვეყნიდან. სტურუა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს:
"ვფიქრობ, რამ გამამწარა ასე, რით ვერ დავშოშმინდი, რატომ ვერ ვწყნარდები. კი ბატონო, გამაგდეს, არ დამიჯერებთ, ამით ხომ უნებლიეთ თავისუფლებაც მაჩუქეს.
ისიც გაიხსენეთ, რომ უფრო ადრე, 2004-დან ავვარდი - ვიგრძენი, რა ნაძირალებს ჩავუგდეთ ხელში ჩვენი ბედკრული სიცოცხლით სავსე მხარე! და ვეტაკე!..
იქნებ მომარჩინოს ვინმემ?! მიშველეთ, გადამარჩინეთ ამ სიძულვილს! არა! არა! მირჩევნია ასევე დაუნდობელი წავიდე ამ ქვეყნიდან - ვერ შევუნდობ, ვერ ვაპატიებ!
ზოგჯერ კი მეცოდებიან ეს არაკაცები - როგორ იოლად შეტოპეს ბოროტების ჭაობში, რა იოლად ჩაკლეს საკუთარი სულები?! ამ! ...", - წერს რეჟისორი.