ექსკლუზივი: თენგიზ გუნავა - ზუგდიდის მერობის სავარაუდო კანდიდატი, შესაძლოა, ისევ დააკავონ

Image

„აფხაზეთის ხმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა პროკურატურაში ისევ დაიბარეს. უწყება გუნავას დღეს მიუტანეს, თუმცა მან ის არ ჩაიბარა.

 

„აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ მის მიმართ დევნის ახალი კამპანია დაიწყო: მისი თქმით, ამჯერად პროკურატურაში ერთი ყოფილი პოლიციელის ჩვენების გამო იბარებენ, რომელიც იმ დროს, როცა გუნავა პოლიციის უფროსად მუშაობდა, იარაღის უკანონოდ შენახვის გამო დააკავეს:

 

„შსს-ში ყველამ იცის, რითაც იყო დაკავებული ეს ყოფილი პოლიციელი - ოპერაციის დროს ამოღებულ ნარკოტიკების გაყიდვაში იყო ეჭვმიტანილი ჰყიდდა და სახლში იარაღიც უპოვეს. ახლა კი არ ვიცი, რას მიგონებს და მაბრალებს... განაწყენებული ყოფილი პოლიციელი ჩვენების საფუძველზე პროკურატურა მიბარებს.

 

პოლიციაში ჩემი მუშაობის დროს უამრავი ნარკობარიგაა დაკავებული და ყველას შეუძლია განაცხადოს, რომ უდანაშაულოა. რა გამოდის, ყველას  მონაჩმახზე მე პროკურატურაში უნდა ვიარო?“, - ამბობს თენგიზ გუნავა „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში.

 

თენგიზ გუნავამ დემონსტრაციულად უარი თქვა პროკურატურის მიერ გამოგზავნილი უწყების ჩაბარებაზე და აცხადებს, რომ ამ თეატრალიზებულ წარმოდგენაში მონაწილეობას არ მიიღებს:

 

„ეს არის კლასიკური დევნა. ახლა ახალი ტალღა დაიწყეს. ნუ დაავიწყდება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ სწორედ მან, არჩილ კბილაშვილთან ერთად, ჩაადებინა ჩემთვის ნარკოტიკი და იარაღი“, - ამბობს გუნავა.

 

თენგიზ გუნავა საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს მიმართავს:

 

„ვინც ჩემს ირგვლივ ჩემი ნათესავი იყო, ყველა დაიჭირეს, აბსურდული ბრალდებებით. მე არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას, მოვიდნენ და დამაკავონ. ბოლოს და ბოლოს, მერე რაღას იზამენ? - ჩემს მოხუც დედას და პატარა გიორგის ხომ ვერ დაიჭერენ?“, - აცხადებს ის.

 

„აფხაზეთის ხმისთვის“ ცნობილი გახდა ასევე, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად სწორედ თენგიზ გუნავა დაასახელოს.

 

ერთ-ერთი ვერსიით, პროკურატურის ხელახალი დაინტერესება თენგიზ გუნავას პერსონით, სწორედ ამითაა განპირობებული, რათა არჩევნებზე რეალური კონკურენტი ჩამოაცილოს გზიდან "ქართულ ოცნებას". 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !