
გეგუთის ციხის დირექტორმა კახა ბედიამ და მისმა მოადგილემ ბესიკ მაქაცარიამ რეჟიმის თანამშრომელი ზაზა ბარძემაშვილი „დუბინკებით“ სასტიკად სცემეს. ბარძემაშვილის ოჯახმა ადვოკატი აიყვანა და მომხდარის გამოძიებას ითხოვს.
ექსკლუზიურ დეტალებს გეგუთის ციხეში გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ „ზონანიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, რეჟიმის თანამშრომელს ციხის უფროსი და მოადგილე, სავარაუდოდ, დაწესებულების ერთერთი თანამშრომელი ქალის გამო დაუპირისპირდნენ.
დაზარალებულის მეუღლე „ზონანიუსთან“ აცხადებს, რომ ფაქტს რეჟიმის უფროსი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი შეესწრო, ასევე მომხდარი დაფიქსირებულია სათვალთვალო კამერების მიერ. ბარძიმაშვილის ოჯახმა ადვოკატი გუშინვე აიყვანა და საქმის გამოძიება სასჯეალაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინპექციას გუშინვე სთხოვა, რათა დროულად ჩატარებოდათ ციხის უფროსს და მის მოადგილეს ექსპერტიზა და დაგენილიყო მათი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი, თუმცა გენინსპექციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გუშინ არ გამოცხადდნენ.