
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებად თემურ მღებრიშვილი და არჩილ თალაკვაძე დაინიშნენ. ალექსანდრე ჭიკაიძის პირველი მოადგილე, მისი ერთ-ერთი მოადგილე ვახტანგ გომელაური გახდა,-ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თემურ მღებრიშვილის ადგილზე, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, კვლავ ანზორ ჩუბინიძე დაბრუნდა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილს, იგი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა.
არჩილ თალაკვაძე, რომელიც ალექსანდრე ჭიკაიძის მოადგილედ დაინიშნა, იგი მანამდე საასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.