
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი თანამდებობიდან გადადგა.
ინფორმაცია, ზედელაშვილის გადადგომის შესახებ, რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე ოფიციალურად არ დასტურდებოდა.
გიორგი ზედელაშვილი კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას.