
არ არის გამორიცხული ამის მიზეზი „თბილისობის“ დღესასწაულზე რაიონის ბიუჯეტიდან თანხების ტენდერის გარეშე ხარჯვა გახდეს.
ფინანსური ხარჯვების შესახებ დოკუმენტაცია, მთავარმა პროკურატურამ გამგეობიდან უკვე გამოითხოვა.
რაიონებში „თბილისობისთვის“ გამოყოფილი თანხების ხარჯვის კანონიერებას საკრებულოს სარეზერვო კომისია სწავლობს.
როგორც „პირველ რადიოს“ მერიაში არაოფიციალურად განუცხადეს, რამდენიმე თვის წინ დანიშნული ჩოქურის თანამდებობიდან გათავისუფლება ამ დარღვევების გამო ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
ცნობისთვის: მამუკა ჩოქურმა თანხები გადაურიცხა ფირმას , რომელიც მისი მეუღლის მეგობარს ეკუთვნის. გივიკო რაზმაძე ჩოქურის მეუღლის სამოდელო სააგენტოს მოდელია და ფირმა თბილისობამდე რამდენიმე დღით ადრე დააარსა, შემდეგ კი გააუქმა.
„პირველ რადიოს" თბილისის მერიაში არაოფიციალურად ასევე განუცხადეს, რომ ჩოქურთან ერთად შესაძლოა საბურთალოს გამგებლის, მიქაუტაძის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, რომელის რაიონშიც ასევეა აღმოჩენილი "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებული იგივე სქემით დარღვევები.