
19 წლის ახალგაზრდას ვეფხვმა თათით ფეხზე მძიმე ჭრილობა მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა დამთვალირებლისთვის აკრძალულ ტერიტორიაზე შევიდა და ცხოველთან ახლოს მივიდა.
დაშავებულს პირველი დახმარება ზოოპარკის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
http://newposts.ge/