-
2014-12-10 11:24
არც ერთ ოპონენტს არ აქვს საფუძველი თქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ან ლარის კრიზისია, პირიქით,-ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქარტველოს პრემიერი დაინტერესდა, თუ რა ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით დღეს, რაზეც ფინანსთა მინისტრმა უპასუხა, რომ აჟიოტაჟი ჩაცხრა და როგორც ფიქრობდნენ კურსი დასტაბილურდა.
,,ჩვენ მართლაც ამ ძალიან რთულ ვითარებაში მივაღწიეთ იმას, რომ გვაქვს ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკა. მინდა მოსახლეობისთვის ვთქვა, რომ ძალიან რთული ეკონონიკურ-პოლიტიკური სიტუაციაა რეგიონში - უკრაინა, თურქეთი, რუსეთში. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა ასახვას ჰპოვებს ჩვენს ეკონომიკაზე, ლარზე", -განაცხადა პრემიერმა.