მთავრობის ადმინისტრაცია ODIHR-ის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Image

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ODIHR-ის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ  აღნიშნული ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია 

 


,,საქართველოს მთავრობა მიესალმება OSCE/ODIHღ მონიტორინგის მისიის როლს კონსტრუქციული რჩევებითა და რეკომენდაციებით მხარი დაუჭიროს საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმებს და ამით წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.

 

2012 წლის არჩევნების შემდეგ მთავრობამ გამოხატა პოლიტიკური ნება და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR), საქართველოს წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე დაკვირვების თხოვნით თავად მიმართა.

 

აღნიშნული ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს: მომხდარიყო სასამართლო პროცესებზე გამოვლენილი დარღვევების იდენტიფიცირება და რეფორმების გზით მათი აღმოფხვრა. მთავრობის მიერ OSCE/ODIHR სადამკვირვებლო მისიის საკუთარი ინციატივით მოწვევის ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დღევანდელი ხელისუფლების სურვილს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყოს ღია და გამჭვირვალე", - აცხადებენ ადმინისტრაციაში. 

 


განცხადების თანახმად, ODHIR-ის მიერ დღემდე განხორციელებული ანალოგიური დაკვირვებების შედეგად, დარღვევები ყოველთვის იყო აღმოჩენილი, მაგრამ ბევრი ხელისუფლება თავს იკავებს მისიის მოწვევისგან. 
"მისიის მიზანი სასამართლო პროცესებზე არსებული დარღვევების გამოვლენაა. ანგარიში ადასტურებს, რომ საქართელოში არ მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ამ მიმართულებით, თუმცა ეს პროცესი არ არის დასრულებული და ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაიწყო სასამართლო რეფორმა და ინტენსიურად გრძელდება. მისი ეფექტური განხორციელება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

 

აღსანიშნავია, რომ OSCE/ODIHR სადამკვირვებლო მისიის დასრულების შემდეგ მისიის წარმომადგენლებსა და მთავრობის წარმომადგნელებს შორის მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები და აქტიური თანამშრომლობა. თუმცა, OSCE/ODIHR-ის მოთხოვნის შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელების პროცესი იყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი და მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად იყო დაცული პროცესში ჩაურევლობა", - ნათქვამია განცხადებაში. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !