ხადური:,,ბიუჯეტი იქნება შესრულებული და ჩვენ 100 პროცენტზე მეტის იმედიც გვაქვს"

Image

საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ამ ეტაპზე ბიუჯეტი უკვე არის 70 მილიონით დაგეგმილზე წინ,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

 

 

2014 წლის ბიუჯეტის შესრულებით დაინტერესდა პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს ანგარიშის წარდგენა მოსთხოვა.

 

 

„საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით ჩვენ ვართ წინ, გეგმაზე დაახლოებით 70 მილიონი ლარით მეტი გვაქვს მობილიზებული და ვფიქრობ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი გადაჭარბებით იქნება შესრულებული, როგორც შემოსავლების, ისე ზოგადად შემოსულობების თვალსაზრისით," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, იყო გარკვეული ჩამორჩენა გრანტებისა და საერთაშორისო დახმარებების მიღების თვალსაზრისით, თუმცა დეკემბრის ბოლომდე მოხდება თანხების დარიცხვა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, აზიის განვითარების ბანკიდან და მსოფლიო ბანკიდან.

 

,,ასე რომ წლევანდელი ბიუჯეტი იქნება შესრულებული და ჩვენ 100 პროცენტზე მეტის იმედიც გვაქვს," - განაცხადა ხადურმა.

 

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მის სამინისტროს გაწეული ხარჯების ანგარიში წარმოადგინა. მისი თქმით, ბიუჯეტის 81 პროცენტი ნოემბრის მონაცემებით, უკვე ათვისებულია და პროცესი გრძელდება.

 

,,ჩვენი ბიუჯეტი წელს იყო 936 მილიონი აქედან 755 მილიონი არის უკვე დახარჯული ნოემბრის მაჩვენებლით, ეს არის 81 პროცენტი დაახლოებით, წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით კიდევ 130-დან 140 მილიონამდე დახარჯვას, ეს იქნება უკვე 85 პროცენტზე ავალთ," - განაცხადა დავით შავლიაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !