-
2014-12-10 03:27
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ "არჩევანში" განაცხადა, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ლეონარდო დევდარიანი რუსეთის უშიშროების ფედერალური სასმსახურის აგენტია და მას ირაკლი ღარიბაშვილი მფარველობს.
მისივე თქმით, ლეონარდო დევდარიანის ძმისშვილი ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრობის პერიოდში შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დანიშნა. დეპუტატი ამბობს, რომ დევდარიანები საქართველოში ყველა ტენდერს აკონტროლებენ, იგებენ და ბიზნესმენებს აკოტრებენ.
"მათ მფარველობას ირაკლი ღარიბაშვილი და თამაზ თამაზაშვილი უწევენ, რომელიც ერთ-ერთ დევდარიანს თავადაც იცნობს. თამაზ თამაზაშვილთან ერთად სასჯელს საპყრობილეში ლეონარდო დევდარიანის ნათესავი იხდიდა“, - აცხადებს გივი თარგამაძე და დასძენს, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენაც შეუძლია.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26