
საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის დამსახურებაა, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, აფხაზებთან გართულებული ურთიერთობის ფონზე, აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საშუალებით მოხდა 30 გმირის გადმოსვენება,-ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბაბუშარის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ოთხი ქართველი ჯარისკაცის დაკრძალვის ცერემონიალზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ვაჟკაცები არიან ერთი ოჯახის შვილები და ერთმა ოჯახმა გაიღო ასეთი დიდი მსხვერპლი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.
,,მე ქედს ვიხრი, მათი ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახის წინაშე, მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ბელა ზალდასტანიშვილი, რომელმაც ღირსეულად ატარა და ატარებს უდიდეს ტკივილს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.