ალასანია: ათასობით ქართველის მსგავსად, საკუთარი ოჯახის წევრი მეც დასაბრუნებელი მყავს

Image

ათასობით ქართველის მსგავსად, საკუთარი ოჯახის წევრი ჯერ კიდევ დასაბრუნებელი მყავს, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშარის ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. 

 


,,დღეს ჩვენი გმირები დავუბრუნეთ საკუთარ ოჯახს. ეს ემოციური ფონი, რომელიც აქ არის შექმნილი, ბუნებრივია, საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება. მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რადგან მე თავად ვუყურებდი ამ თვითმფრინავის ჩამოგდებას სოხუმში და, როგორც ათასობით ქართველს, საკუთარი ოჯახის წევრი ჯერ კიდევ დასაბრუნებელი მყავს.

 

ეს ფაქტი იმედს მიჩენს, რომ ორ მხარეს შორის ურთიერთობები შეიძლება ისე აეგოს, რომ ყველა ჭირისუფალმა საკუთარი ცხედარი დაიბრუნოს. და კიდევ - მე მგონია, 22 წლის შემდეგ ვხვდებით, რომ ჩვენი ცხოვრება სხვანაირად უნდა ავაგოთ აფხაზებთან და ოსებთან.

 

მე მგონი, ის ადამიანები და ოჯახები, რომლებმაც სისხლი და ხორცი დაკარგეს ამ ბრძოლაში, ყველაზე უფრო წინ დადგებიან პატიებისა და შერიგების ინიციატივების კუთხითაც”, - აღნიშნა ალასანიამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?