-
2014-01-27 23:44
ორგანიზაცია „ობშეე დელოს“ კოორდინატორი ალექსანდრე დანილიუკი „ფეისბუქის“ მეშვეობით წერს, რომ ძალოვნებს მისი ფეხმძიმე მეუღლისა და ჩვილის მძევლებად აყვანა სურთ და ევრომაიდნელებს დახმარებისკენ მოუწოდებს.
ცოტა ხნის წინ დაწერილ სტატუსში დანილიუკმა აღწერა, რომ სახლიდან გასულ მის ცოლს, რომელიც აეროპორტ „ბორისპოლში“ მიემგზავრებოდა, უთვალთვალებდნენ და მანქანის კონკრეტული ფირმა და ნომერიც დაასახელა, ხოლო შემდეგ ამ აღწერას უკვე შეშფოთებული სტატუსი მოჰყვა.
დანილიუკი წერს, რომ „ბორისპოლთან“ მანქანაში ნარკოტიკი შეაგდეს და სურთ, მისი ცოლ–შვილი მძევლებად აიყვანონ. „ვისაც შეგიძლიათ, მომეშველეთ, რომ ეს ვერ შეძლონ“, – წერს „ფეისბუქში“დანილიუკი.