
ამ დრომდე დაკითხვაზე თბილისის რაიონების ხუთი მოქმედი გამგებელი მტავარ პროკურატურაში იმყოფება. მათ შეკითხვებს თბილისის სატელევიზიო ანძის გარე განათებასთან დაკავშირებით უსვამენ.
დაკითხვაზე იმყოფებიან გლდანის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე, კრწანისის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი, ისნის გამგებელი თორნიკე ხუციშვილი, ჩუღურეთის გამგებელი დავით დაღელაშვილი და დიდუბის გამგებელი ლევან მხეიძე.