
გასულ ღამეს ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში საზარელი მკვლელობა მოხდა. ადგილობრივმა მკვიდრმა, 47 წლის დემნა კ-მ საკუთარი 70 წლის მამა მოკლა, -ინფორმაციას შს სამინისტროზე დაყრდნობით ,,კვირა" ავრცელებს.
მკვლელობიდან რამდენიმე წუთში დემნა კ-მ მიმალვა სცადა, თუმცა სამეგრელოს სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, შვილი მამას უკნიდან მიეპარა და თავში შეშა ჩაარტყა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. სწორედ ამის შემდეგ გონებადაკარგული მოხუცი მან დანით მოკლა.
დაკავებული სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებ