
სამართალდამცველებმა ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში მაღაზიებისა და ავტომობილების ძარცვაში ბრალდებული, ამავე სოფლის მცხოვრები, ორი მამაკაცი დააკავეს.
ბრალდებულებმა სოფლის სამი მაღაზია გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთები და 100 ლარამდე ფული მოიპარეს. იმავე ღამეს შიო კ.-მ და მამუკა ბ.-მ სოფელ ნიკორწმინდაში ავტომანქანიდან მაგნიტოფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.