საბის მკვლელობაში ბრალდებულის პირველი კომენტარი

Image

გასულ კვირას მოკლული ტრანსგენდერის 24 წლის ბექა ბერიანის, იგივე საბის მკვლელობაში ბრალდებულის პირველი კომენტარი დღეს ექსკლუზიურად ,,იმედის კვირაში“ გავიდა.

 

მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მოკლულ ბერიანთან ვალის დაბრუნების მოთხოვნით მივიდა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

,,ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისეთი რაღაცა, რამაც ყველაფერი შეცვალა... ის რომ შემთხვევის ადგილიდან მივიმალე, სულ სხვა ადგილზე მოვედი გონს,“- განაცხადა ლევან კოჭლაშვილმა სასამართლო პროცესზე.

 

კოჭლაშვილის განცხადებით, ის გლდანში მეუღლის ბინაში ცხოვრობდა, მისივე თქმით, რამდენიმე დღით ადრე მკვლელობამდე ის მეუღლის სახლიდან წამოვიდა და კოჭლაშვილი  ამტკიცებს, რომ ტრანსგენდერის ბინაში ვალის დაბრუნების მოთხოვნით მივიდა.

 

თუმცა, როგორც მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლები აცხადებენ, მას სახლში 1000 ლარამდე თანხა ჰქონდა.  გარდაცვლილის ახლობლები კი მკვლელობას მის ორიენტაციას უკავშირებენ.

 

ბექა ბერიანი ნაქირავებ ბინაში მოკლული იპოვეს, მკვლელმა კვალის დაფარვის მიზნით, მკვლელობის შემდეგ სახლში ხანძარი გააჩინა და მოკლულის ტელეფონი, ასევე კვალის დაფარვის მიზნით, თან წაიღო.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !