სიმონ მასხარაშვილი: ,,საქართველო არც ,,ბოლშევიკებს" ეკუთვნის და არც ,,მენშევიკებს"

Image

ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი მე–20 საუკუნი სოციანი წლებიდან ერთ ისტორიას იმის დასტურად იხსენებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ კუთვნილებაზე მაღლა ყოველთვის იდგა ადამიანური ურთიერთობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა და მეგობრისათვის თავგანწირვა.

 

,,1923 წელი იდგა. ამ წელს წესად იყო, ანტისაბჭოთა საქმიანობაში შემჩნეულ სტუდენტებს გერმანიაში ასახლებდნენ. ერთ-ერთ გადასახლებულს თბილისში დარჩა საცოლე და კარგი მეგობარი, უნივერსიტეტელი შალვა მუჯირი-მოქეიფე, გულიანი, ძველი ბიჭი...

 

შალვა მუჯირს ახალგაზრდებში კარგი სახელი ჰქონდა. უყვარდათ, პატივს სცემდნენ... ერთ დღეს ოპერის წინ მან გზა გადაუღობა გერმანიაში გადასახლებული მეგობრის საცოლეს: „შენს საქმროსა და ჩემს მეგობარს ვერასოდეს ნახავ. ამიტომაც სჯობს, ისევ მე შეგირთო ცოლად. შაბათს მოხვალ სიონში და ჯვარს დავიწერთ!“ არაფერმა გაჭრა მუჯირზე, გადაწყვეტილება ვერავინ შეაცვლევინა.

 

ქალიც იძულებით მივიდა სიონში.ჯვარი დაიწერეს. ცოლი სახლში გაუშვა, თავად რიყეზე აღნიშა ქორწილი. სამ თვეში ახლადშერთული მეუღლე უცხოეთში გააგზავნა სასწავლებლად.საბჭოთა კანონმდებლობის თანახმად, უცხოეთში სასწავლებლად წასვლის უფლებას მხოლოდ დაქორწინებულ ახალგაზრდებს აძლევდნენ. სამშობლოში მძევლად ერთ-ერთი რჩებოდა.

 

უცხოეთში გადასახლებული სტუდენტის საცოლეს მხოლოდდამხოლოდ იმიტომ ენდვნენ, რომ თბილისში მასზე ჯვარდაწერილი (და არა ხელმოწერილი) ქმარი რჩებოდა. შალვა მუჯირმა წერილი გაატანა "ცოლს" მეგობართან:  ,,გიგზავნი შენს საცოლეს ხელუხლებელს, მე მეტი არაფერი შემეძლო."

 

აღმოჩნდა, რომ შალვა მუჯირს ფარულად ჯვარი აუყრია "მეუღლეზე". ეს ამბავი ორ კვირაში გამჟღავნდა. ჩეკამ შალვა მუჯირი დააპატიმრა და დახვრიტა!

 

საქართველო არც ,,ბოლშევიკებისაა" და არც ,,მენშევიკების" საქართველო ეკუთვნის მათ, რომელთათვისაც სიცოცხლეზე მთავარი მეგობრის სიყვარული და ოჯახის სიწმიდეა! სწორედ ასეთი ქართველებია ჩვენი მკვდრეთით აღდგომის საწინდარი! "– წერს მასხარაშვილი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !