
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე მისი დამსახურებისა და პატრიოტიზმის გამო მთაწმინდის პანთეონში უნდა დაიკრძალოს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამას თუ ეს ხელისუფლება არა, მომავალი მთავრობა აუცილებლად გააკეთებს.
კახა ბენდუქიძის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის ჩამოსვენების შემდეგ მას კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.