„რომ გავიგონე – „ჩემი შვილი მენატრება და მინდა სცენიდან მივაწვდინო ხმაო“, ისტერიკული ტირილი ამიტყდა“

Image

„ნიჭიერის“ მონაწილემ გოჩა ჭაბუკაიძემ სიმღერა მონატრებულ ქალიშვილს მიუძღვნა.

 

როგორც ირკვევა თამუნა ჭაბუკაიძე „ბრავოსა“ და „ნიჭიერში“ ცეკვავდა.

 

ახლა თამარი 25 წლისაა და მეუღლესთან, გიორგი დავითაშვილთან და შვილთან  ერთად სამი წელია ტულუზაში ცხოვრობს. გიორგი კომპოზიტორ შალვა დავითაშვილის შვილიშვილია.

 

„შოუს გასვლამდე მამას არ უთქვამს სიმღერა თუ მე მომიძღვნა. ფრაზა რომ გავიგე – „ჩემი შვილი მენატრება და მინდა სცენიდან მივაწვდინო ხმაო“, ისტერიკული ტირილი ამიტყდა, ხელ-ფეხი გამეყინა.

 

მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უკვე მშობელი ვარ, თავი ისევ პატარა „მამას თამუნიად“ ვიგრძენი. დავრეკე, მაგრამ მამას ვერ დაველაპარაკე, ჩემი მეუღლე უყვებოდა, თუ რა მდგომარეობაში ჩამაგდო მისმა გამოსვლამ, რომელმაც თვალწინ ლამაზი ბავშვობა ჩამიტარა. მამამ სიმღერაში გული და სული ჩააქსოვა. ის ამ ასაკშიც მიმტკიცებს, რომ მუდმივარ შეიძლება რაღაცის სწავლა.

 

საფრანგეთში სიყვარულმა ჩამომიყვანა. ჩემი მეუღლე ცხრა წელია აქ ცხოვრობს. აქ ვმუშაობ როგორც მსახიობი და ქორეოგრაფი. ერთი სული მაქვს საქართველოში დავბრუნდე. ბედნიერი ვარ, რომ ამ მონატრებამ და სიშორემ მამას ის გამბედაობა მისცა, რომ „ნიჭიერში“ გამოსულიყო. იმ ადამიანს კი, რომელიც ტელევიზიას დაუკავშირდა და ჩემთან დაკავშირება სთხოვა, მინდა მადლობა გადავუხადო.“ - ამბობს „PrimeTimenews“ -თან ინტერვიუში თამარ ჭაბუკაიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !